სიყვარულის თემა აქტუალურია ყველა დროში და ყველა ასაკში. სამწუხაროდ, დღეს ადამიანები ნაკლებად გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ ამ გრძნობას. გავრცელდა ოჯახური კონფლიკტები, რომლებიც გადაიზარდა ძალადობაში. ესაა 21-ე საუკუნის რეალობა. გაახალგაზრდავდა ქორწინების ასაკი. იქნებ ესაა სწორედ იმის მიზეზი რომ ოჯახების 90% ინგრევა, ან ის რომ მათ არ ესმით რეალურად ამ გრძნობის არსი და უსიყვარულოდ, დაუფიქრებლად ქმნიან ოჯახებს. ჩემი აზრით, თითოეული ჩვენგანის ვალია ადამიანებმა ეს პრობლემები პირველ რიგში საკუთარ თავში ეძიონ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გაგაცნოთ იმ ფილოსოფოსების ნარკვევები და მოსაზრებები, რომლებიც სხვადასხვანაირად ხსნიდნენ ამ გრძნობას. ესენია: პლატონი, სოკრატე, შოპენჰაუერი, მარსელიო ფიჩინო, სტენდალი და ა.შ. ერიხ ფრომმა დასვა ასეთი გონივრული კითხვა, არის თუ არა სიყვარული ხელოვნება. თუ კი, მაშინ ის გაწაფვასა და შრომას მოითხოვს. სიყვარული უცნაური საჩუქარია, რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, რომლის დროსაც არა მარტო ჭკუას კარგავს იგი, არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დააპყრობინოს. ხოლო შემდეგ ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს. ანუ ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული მის დანახვაზე. პლატონის კონცეფციით, სიყვარული სამყაროს ერთიანობის დიდი პრინციპია, უნივერსალური ჰარმონიის, სიკეთისა და მშვენიერების წყარო. სამყაროს მრავალფეროვნებას, საგანთა სიმრავლეს ერთიანობა უდევს საფუძვლად, ხოლო სიმრავლეში თვლემს მარადიული ტენდენცია პირველადი ერთიანობისაკენ მიქცევის და მიბრუნებისა. ამ მარადიულ ლტოლვას, ყოველი არსის, ყოველი სიცოცხლის ამ ინტიმურსა და ნათელ კანონს სიყვარული ჰქვია სახელად.
ლინკიშეეკითხეთ ნებისმიერს თუ რა არის სიყვარული და გასაგებად ვერავინ აგიხსნით ამ სიტყვის არსს. გახშირებული გულისცემა, კუნთების კანკალი, სველი ხელისგულები, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი... უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. ეს თავისებური დაავადებაა- სიმპტომებიც ასეთი აქვს. ბრძენი სოკრატე ეროსს სრულიად განსხვავებული კუთხით გვიხატავს. მისი აზრით, ის რაღაც საშუალოა მოკვდავსა და უკვდავს შორის. ეროსი მშვენიერებისადმი სიყვარულია. სწორედ იმას ესწრაფვის რაც თვითონ არ გააჩნია. ე.ი. არც კეთილია და არც მშვენიერი. მაგრამ ბუნებამ, რომელმაც ჩადო ადამიანში სიყვარულის სიგიჟე, განკურნებაც გაითვალისწინა.ეს ქარბორბალა ყველა ადამიანში სხვადასხვა დროით გრძელდება: ვიღაცისთვის 1 თვე, ვიღაცისთვის 1-2 წელი. ერთი სიტყვით სიყვარული ან თანაბარ, თბილ გრძნობაში გადაიზრდება, ან ტკივილიან განშორებას იწვევს. მაშ, რაში გვჭირდება იგი თუ ტანჯვა-წამების მოტანაც შეუძლია? შობადობისათვის? მაგრამ სიყვარულის გარეშეც ხომ შეიძლება გამრავლება. ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ როცა უყვარდება ადამიანს უკეთესი მომავლის იმედი აქვს და დარწმუნებულია იმაში, რომ გვერდს აუვლის გაუმართლებელი სასიყვარულო განცდები, ხოლო მისი სიყვარული მარადიულია და მხოლოდ სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს. როდესაც სიყვარული მოიცავს და წრფელის გზით წარმართავს კაცის ბუნებას, მას შეუძლია ამაღლდეს, გაარღვიოს დროისა და სივრცის სამანი, მისწვდეს ვარსკვლავეთს და ამრიგად, ეზიაროს უმშვენიერესსა და უსათნოესს, უსასრულოსა და დაუსაბამოს...
No comments:
Post a Comment